Sunday, 26 August 2012

მსოფლიო ახალი ცივი ომის მოლოდინში


          მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ინტენსიური სახე მიიღო ბრძოლამ გავლენის სფეროების განაწილებისთვის. ბირთვული იარაღის შექმნამ  გაამწვავა ურთიერთობები აშშ–სა და საბჭოთა კავშირს შორის. შეიარაღების გაზრდით თითოეული მათგანი ძალის დემონსტრირებას ახდენდა. მიუხედავად მძიმე პოლიტიკური მუხტისა, ყოველივე ეს ხელს უწყობდა ერთგვარი სტაბილურობის შენარჩუნებას საერთაშორისო ასპარეზზე.
          ნატოს შექმნამ აშშ–სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. ეს არ იყო შეიარაღებული დაპირისპირება, თუმცა სწორედ იარაღი განაპირობებდა მას, არამედ ეს იყო სერიოზული პროპაგანდისტულ–იდეოლოგიური ბრძოლა  ურთიერთსაპირისპირო აზრებით, მიზნებით და შეხედულებებით. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ის „ცივი ომის“ სახელითაა ცნობილი.
       საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მიღებულ იქნა წინადადება ბირთვული განიარაღების შესახებ, ურთიერთობები ამერიკასა და რუსეთს შორის შედარებით დათბა.
          რაც ადრე გავლენის სფეროების გაფართოებას ემსახურებოდა, ახლა ეროვნული ინტერესების დაცვისკენ იქნა მიმართული. სახელმწიფოები თავიანთ ქმედებას თავდაცვის პოლიტიკას მიაწერენ, რათა თავიდან აიცილონ გარე საფრთხე. ყოველივე ეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების ზრდის საშუალებითაა შესაძლებელი.[1]
      2010 წლის 8 აპრილს პრაღაში აშშ–სა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და შემდგომი შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ძალაშია 2021 წლამდე.[2] თუმცა მან ვერ ითამაშა გადამწყვეტი როლი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.
         XXI საუკუნეში, როცა გლობალიზაცია ასე მძაფრად იგრძნობა და ყოველგვარი საზღვრის არსებობაც კი აზრს კარგავს ადამიანებისთვის, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად არ უნდა იქცეს გავლენის სფეროების ზრდა იმპერიული და ჰეგემონური ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით. პირადი ინტერესების ბრძოლამ მუქარის გამოყენებით მსოფლიოში წარმოშვა ახალი „ცივი ომის“ რეალური საფრთხე.
          აშშ–სა და რუსეთს შორის შედარებით დამშვიდებული ურთიერთობები გაამწვავა ირანის მხრიდან ბირთვული შეიარაღების ზრდამ. ამის გამო აშშ–მ და ნატომ დაგეგმეს ევროპაში ანტი–სარაკეტო სისტემის განთავსება, რასაც რუსეთის შეშფოთება მოჰყვა.
          როგორც მედვედევმა განაცხადა, თუ მსგავსი მოქმედებები გაგრძელდება აშშ–ს მხრიდან, თავად შეწყვეტს პრაღის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.[3]
          თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ამ მუქარას გავლენა არ მოუხდენია ამერიკის გადაწყვეტილებაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გახსნა სარადარო სადგური კალინინგრადის რეგიონში. მომავალში იგეგმება ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტების და სხვა თავდაცვითი დანადგარების განთავსება.[4]
         


[1] ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები (თბილისი: „ნეკერი“, 2006), 111.
[2] http://www.en.wikipedia.org/wiki/New_START (accessed November 30, 2011).

No comments:

Post a Comment