ადამიანი უფლის ნებით ევლინება ქვეყნიერებას და მხოლოდ
მისივე განგებით მიდის იმქვეყნად. არავის ძალუძს, უფრო სწორად, არ აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განაგოს ადამიანის ბედი,
ხელყოს მისი სიცოცხლე და განსაზღვროს მისი ყოფნა-არყოფნის დრო დედამიწაზე. ეს საყოველთაოდ
ცნობილი რელიგიურ-მორალური თვალსაზრისია და ყოველი მორწმუნე ცდილობს, თავისი ცხოვრება
არა კაცთა კვლას, წამებასა და მავნებლობას უძღვნას, არამედ იცხოვროს და იღვაწოს სხვათა
კეთილდღეობისათვის.
მაგრამ
არა მარტო რელიგია კრძალავს ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის სიცოცხლის წარათმევას.
ყველა განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში დაუშვებელია ადამიანის მოკვდინება პირადი
გამორჩენის მიზნით და ისჯება კანონით.
იმ
მრავალ უფლებათა შორის, რომელთა უფლებაც გააჩნია ადამიანს დედამიწაზე, უმთავრესი და
უმნიშვნელოვანესია სიცოცხლის უფლება განურჩევლად ასაკის, სქესის, თანამდებობისა თუ
სოციალური წარმომავლობისა.
მიუხედავად
ამისა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი ეთხოვება
სიცოცხლეს ძალადობის შედეგად. ადამიანის ცნობიერებაზე ვერ ახდენს გავლენას კანონით
დაწესებული აკრძალვები და რელიგიური დოგმები. ის მაინც ცდილობს თავი ყოვლისშემძლედ
წარმოაჩინოს და იმოქმედოს გულისა და გრძნობის კარნახით. ადამიანს კი სწორედ გონივრული და დაფიქრებული
ქმედება გამოარჩევს ყველა სხვა ამქვეყნიურ არსებათაგან.
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. ეს უფლება კანონითაა დაცული. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა. სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი უზენაესი უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე მთელ სახელმწიფოს ემუქრება. სიცოცხლის
უფლება ხშირად ირღვევა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს მის გამოყენებას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება 18 წელზე ახალგაზრდა პირთა და ფეხმძიმეთა მიმართ. ფართო მასშტაბებით განხორციელებული გარკვეული ჯგუფის სიცოცხლის აღკვეთა შეიძლება გაუთანაბრდეს გენოციდს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. (საყვარელიძე, 1999, გვ.128)
სიკვდილით დასჯა სასჯელის
უმაღლესი და უძველესი ფორმაა, რომელიც
სხვადასხვა დროს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც
საქართველოა. ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში
გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნეში, როცა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო,
მართლმსაჯულება რუსული კანონმდებლობის მიხედვით ხორციელდებოდა და სიკვდილით დასჯაც
საკმაოდ პოპულარული მეთოდი იყო სახელმწიფო დამნაშავეების და რეციდივისტების
წინააღმდეგ.
საქართველოში ამ პროცესმა უპრეცედენტო
მასშტაბები შეიძინა კომუნისტური მმართველობის დასაწყისში. უმნიშვნელო დანაშაულიც
კი სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდა. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში განაჩენის
გამოტანა ხდებოდა არა სასამართლო ხელისუფლების, არამედ ცნობილი „ტროიცკების“ მიერ.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში
სიკვდილის დასჯამ მხოლოდ ხუთი წელი იარსება. 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას
სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისათვის. თუმცა არასამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების
აქტიური ჩარევით და მათ მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, 1997
წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გააუქმა სიკვდილით დასჯა,
როცა მიიღო კანონი ,,სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ’’.
1999 წლის 17 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-16 ოქმს მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, 2002 წლის 3 მაისს საქართველომ ხელი მოაწერა მე-13 ოქმს ომის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
საერთაშორისო საზოგადოება სიკვდილით
დასჯას სასჯელის უმაღლეს ფორმად მიიჩნევს. საერთაშორისო სამართალში სიკვდილით
დასჯის საკითხებს და სიკვდილმისჯილთა უფლებების დაცვას არეგულირებს რამდენიმე
საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 1966 წელს მიღებული „საერთაშორისო პაქტი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, რომლის მე-6 მუხლი ადგენს, რომ
სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნას მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისთვის, ასეთი დანაშაულისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც
არ ეწინააღმდეგება ამ პაქტის დებულებებს. აქვე განმარტებულია სიკვდილმისჯილთა
უფლებაც, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება და ითხოვონ მოწყალება. ამავე პაქტის მეორე დამატებითი
ოქმი ეხება სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მიღებულია 1990 წელს და დღემდე მოქმედებს.
1999 წლის 22 მარტს საქართველო შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 ფაკულტატიურ ოქმს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რომელიც საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 22 ივნისს.
ამდენად საქართველომ შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად აიღო საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლითაც სრულებით გამორიცხა სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომის გამოყენების შესაძლებლობა მშვიდობიანი თუ საომარი მდგომარეობის პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის
თანახმად, “სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიკვდილით დასჯა აკრძალულია”.
სიკვდილით დასჯა აკრძალულია”.
2011 წლის 10
ოქტომბერს სტრასბურგში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტიორბიორნ იაგლანდი გამოვიდნენ ერთობლივი
პოზიციით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მათი თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს
არის არაჰუმანური და ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედება, რომელმაც ვერ აღმოხვრა
დანაშაული. ისინი მოუწოდებენ ბელორუსიას, ერთადერთ სახელმწიფოს ევროპაში, რომელიც
ჯერ კიდევ მიმართავს სიკვდილით დასჯას, დააწესოს მორატორიუმი მისი სრული
აღკვეთისთვის.
ევროპაში
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ძირითადად ევროპის საბჭო მუშაობს,
რომელის 1949 წელს ჩამოყალიბდა. მის ყველაზე
მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულ იქნა 1950 წელს და ძალაშია 1953 წლიდან. ის განსაზღვრავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა უზრუნველყოფა მართებთ სახელმწიფოებს ყველასათვის, ვინც მათი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. მან შექმნა, ასევე, აღსრულების საერთაშორისო მექანიზმი, რომლის მეშვეობით, სახელმწიფოებსა და ინდივიდებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ კონვენციის ძალით დაფუძნებულ, სტრასბურგში მდებარე მართლმსაჯულების ინსტიტუტებს.
სხვა უფლებებთან ერთად, კონვენცია განამტკიცებს სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის, აზრის გამოხატვის (მათ შორის პრესის) თავისუფლების, აზრის, სინდისისა და რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს. მოგვიანებით ხელმოწერილი ოქმების საფუძველზე, კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებს დაემატა სხვა უფლებებიც, მაგალითად, სიკვდილით დასჯის გაუქმება (ოქმი ¹6). (http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/default_GE.asp)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითვალისწინებს
ინდივიდის მხრიდან ჩივილის უფლებას, თუკი მისი ან იმ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაირღვა,
ვისი სახელითაც შეუძლია იჩივლოს საჭიროების შემთხვევაში. ამგვარი ინდივიდუალური საჩივრები
ეხება ადამიანთა გაუჩინარებას და კანონგარეშე მკვლელობას და პატიმართა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
პატიმართა უფლებების დარღვევა საკმაოდ ხშირია საქართველოს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტების რეალობაში. ამ პრობლემას უკავშირდება ადამიანის უფლებათა
ევროპულ საქართველოში წარდგენილი სარჩელი „სიხარულიძე და მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“
რომელზეც გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2011 წლის 22 ნოემბერს.
ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებელი ასაჩივრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის საჩივრები, რომლებიც ეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემის, კერძოდ კი, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფარგლებში მის დაავადების, კერძოდ ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის ადექვატურობის საკითხს. ევროპულმა სასამართლომ განმცხადებლის სხვა პრეტენზიები დაუშვებლად გამოაცხადა.
განმცხადებელი ნიკოლოზ მახარაძე, რომელიც სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა-შენახვისათვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2009 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა. განმცხადებელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე, 16 წლის განმავლობაში დაავადებული იყო ფილტვის ტუბერკულოზით. სამკურნალო დაწესებულებაში შემოსვლის დროს უკვე დაავადებული იყო ფიბროკავერნოზული ტუბერკულოზის გართულებული ფორმით რღვევის ფაზაში.
ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში გატარდა განმცხადებლის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, სასამართლომ უყურადღებოდ არ დატოვა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის პერიოდში განმცხადებლს უტარდებოდა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ გაწეული მკურნალობა კონკრეტულ პირობებში არ იყო დროული და ადექვატური, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ნაკლებობითა და მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის იმ დროისათვის პროგრამის არ არსებობით. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა (სიცოცხლის უფლება). გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს მითითების მიუხედავად, განმცხადებლის დატოვება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას. (http://www.mcla.gov.ge/?action=page&p_id=688&lang=geo)
ამას გარდა,
ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო, რომელის სიცოცხლისა და სხვა უფლებების
დაცვისთვის უნდა ზრუნავდეს, თავად ხდება მათი დამრღვევი და სრულყოფილი და ეფექტური
გამოძიების ხელისშემშლელი, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე
მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
ქართული საზოგადოების
ყურადღების ცენტრში მოექცა „გაერთიანებული
ქართული ბანკის“
საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო
გირგვლიანის მკვლელობა. 2006 წლის 28 იანვარს იგი თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს
მრავალჯერადი ფიზიკური
დაზიანებებით.
სარჩელი „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში შევიდა. გირგვლიანის ოჯახი ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის – სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევის აღიარებას, ასევე სახელმწიფოსგან 300 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა.
2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გზავნილებს შეიცავს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მისამართით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელთა ჩადენაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, რათა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდეს (ეფექტური გამოძიების წარმოება). ევროპის სასამართლომ საქმეში _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ დარღვეულად ცნო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, რადგან სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე არ იყო ჩატარებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.
სასამართლო შეძრა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ერთობლივმა ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო მკვლელობის შემაძრწუნებელ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლისკენ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებმა გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის გულგრილობამ გამოძიებისადმი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსებაზე, ეროვნული სასამართლოების მიერ სასამართლო პროცესის არასათანადოდ ჩატარებამ და მსჯავრდებულთა ნაადრევმა გათავისუფლებამ, საქართველოს პრეზიდენტის არაგონივრულმა თანაგრძნობამ
მსჯავრდებულთა მიმართ.
სასამართლომ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 იანვრიდან 2006 წლის 5 მარტამდე ჩატარებული გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მაშინ, როდესაც 2006 წლის 31 იანვარს-1 თებერვალს უკვე არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, სავარაუდოდ, შსს-ს მოხელეთა დამნაშავეობა იკვეთებოდა, გამოძიებას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაინც თავად შსს აწარმოებდა და არ მოხდა საქმის გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის.
ამ კუთხით სასამართლომ გამოძიების რამდენიმე ხარვეზზე გამოთქვა საფუძვლიანი შეშფოთება:
1) სწორედ 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ისეთიც, რომელმაც მოგვიანებით გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქმის ბედზე;
2) გამოძიებაში ჩართული პირების იერარქიული დაქვემდებარება _ დ. ახალაია, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შსს-ში მიმდინარე გამოძიებაზე, იყო ინციდენტის ღამეს შარდენის კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი და, იმავდროულად, შემდგომში დამნაშავედ ცნობილი გ. ალანიას უშუალო უფროსი;
3) სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია იმ ფაქტით, რომ მას შემდეგ, რაც (სავარაუდოდ, 2 თებერვალს) დ. ახალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაიგეს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირებისა და შსს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირზე ჩადენილ დანაშაულთან, არ მოხდა საქმის გადაცემა პროკურატურისათვის, არამედ გამოძიება კვლავ გაგრძელდა შს სამინისტროს გამომძიებლების მიერ.
1) სწორედ 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ისეთიც, რომელმაც მოგვიანებით გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქმის ბედზე;
2) გამოძიებაში ჩართული პირების იერარქიული დაქვემდებარება _ დ. ახალაია, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შსს-ში მიმდინარე გამოძიებაზე, იყო ინციდენტის ღამეს შარდენის კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი და, იმავდროულად, შემდგომში დამნაშავედ ცნობილი გ. ალანიას უშუალო უფროსი;
3) სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია იმ ფაქტით, რომ მას შემდეგ, რაც (სავარაუდოდ, 2 თებერვალს) დ. ახალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაიგეს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირებისა და შსს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირზე ჩადენილ დანაშაულთან, არ მოხდა საქმის გადაცემა პროკურატურისათვის, არამედ გამოძიება კვლავ გაგრძელდა შს სამინისტროს გამომძიებლების მიერ.
ევროპის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 5 მარტის შემდეგ ქ. თბილისის
პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი,
ობიექტური, და, რაც მთავარია, ჯეროვანი.
ამ კუთხით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტებზე:
1) გამოძიების ეტაპზე საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა და მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა იწვევდა დაზარალებული მხარის უფლებების უგულებელყოფას; ისინი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
2) გამომძიებელმა, ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ დაზარალებული ლ. ბუხაიძე არ იცნობდა საქმის მასალებს, მისი დაკითხვის დროს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმ გარემოებაზე, თითქოსდა ლ. ბუხაიძემ და სანდრო გირგვლიანმა ინციდენტის ღამეს შარდენის კაფე ცალ-ცალკე დატოვეს; ლ. ბუხაიძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გარემოებას საქმის გამოძიებისათვის მაშინ, როცა გამომძიებლისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ ფაქტების აღწერის ეს ვერსია თანხვედრაში მოდიოდა შემდგომში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გია ალანიას მიერ მიცემულ ჩვენებასთან. გამომძიებლის მიერ ლ. ბუხაიძისათვის დასმული შეკითხვები სწორედ ამ ვერსიის გამყარებას ისახავდა მიზნად.
1) გამოძიების ეტაპზე საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა და მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა იწვევდა დაზარალებული მხარის უფლებების უგულებელყოფას; ისინი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
2) გამომძიებელმა, ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ დაზარალებული ლ. ბუხაიძე არ იცნობდა საქმის მასალებს, მისი დაკითხვის დროს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმ გარემოებაზე, თითქოსდა ლ. ბუხაიძემ და სანდრო გირგვლიანმა ინციდენტის ღამეს შარდენის კაფე ცალ-ცალკე დატოვეს; ლ. ბუხაიძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გარემოებას საქმის გამოძიებისათვის მაშინ, როცა გამომძიებლისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ ფაქტების აღწერის ეს ვერსია თანხვედრაში მოდიოდა შემდგომში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გია ალანიას მიერ მიცემულ ჩვენებასთან. გამომძიებლის მიერ ლ. ბუხაიძისათვის დასმული შეკითხვები სწორედ ამ ვერსიის გამყარებას ისახავდა მიზნად.
3) 8 მარტს ჩატარებული ამოცნობის დროს გამომძიებლის მიერ ამოცნობის ოქმში განზრახ არ იქნა დაფიქსირებული ლ. ბუხაიძის მიერ მიცემული ცალსახა ჩვენება, რომ ერთ-ერთი ამოსაცნობი პირი – ო. მელნიკოვი იყო დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთ-ერთი პირი.
4) დაზარალებულთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ უარი განაცხადა, მოწმის სახით დაკითხულიყო ყველა ის პირი, ვისთანაც ინციდენტის ღამეს სატელეფონო კავშირი ჰქონდათ მსჯავრდებულებს.
4) დაზარალებულთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ უარი განაცხადა, მოწმის სახით დაკითხულიყო ყველა ის პირი, ვისთანაც ინციდენტის ღამეს სატელეფონო კავშირი ჰქონდათ მსჯავრდებულებს.
5)გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში მსჯავრდებულები მოთავსებული იყვნენ ერთ კამერაში, რაც წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ამ დროს დ. ახალაიას ძმა იყო.
6) გამოძიება არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა სახის ბასრი საგნით და ოთხი მსჯავრდებული პირიდან კონკრეტულად რომლის მიერ ჰქონდა მიყენებული დაზიანებები ს. გირგვლიანს, მაშინ როდესაც ჩატარებული ექსპერტიზა ცალსახად ამბობდა, რომ კისრის არეში დაზიანებები მიყენებული იყო ბასრი საგნით. გამოძიება, ამასთან დაკავშირებით, სიტყვაზე ენდო მსჯავრდებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ს. გირგვლიანს, სავარაუდოდ, გაქცევის შემდეგ მიადგა.
6) გამოძიება არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა სახის ბასრი საგნით და ოთხი მსჯავრდებული პირიდან კონკრეტულად რომლის მიერ ჰქონდა მიყენებული დაზიანებები ს. გირგვლიანს, მაშინ როდესაც ჩატარებული ექსპერტიზა ცალსახად ამბობდა, რომ კისრის არეში დაზიანებები მიყენებული იყო ბასრი საგნით. გამოძიება, ამასთან დაკავშირებით, სიტყვაზე ენდო მსჯავრდებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ს. გირგვლიანს, სავარაუდოდ, გაქცევის შემდეგ მიადგა.
ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვისას ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ დაზარალებულ მხარეს არ ეძლეოდა ადეკვატური დრო და საშუალება, გასცნობოდა საქმის მასალებს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ასეთი სირთულის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდა. ბუნებრივია, ასეთ მოკლე პერიოდში საქმის მასალების გაცნობა და სათანადოდ მომზადება რთული იქნებოდა როგორც დაზარალებული მხარის, ასევე თვით სასამართლოსთვის.
ევროპის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დაზარალებული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა და არ გამოიკვლია ინციდენტის ღამეს შარდენ ბარში მყოფ პირთა სატელეფონო საუბრები. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზარალებული მხარის არც იმ არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომ სატელეფონო საუბრების მხოლოდ ნაწილი იქნა გამოყენებული საქმეში, მაშინ როცა გამოძიებას აღნიშნული საუბრების სრული ვერსია ჰქონდა ამოღებული.
ევროპის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დაზარალებული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა და არ გამოიკვლია ინციდენტის ღამეს შარდენ ბარში მყოფ პირთა სატელეფონო საუბრები. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზარალებული მხარის არც იმ არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომ სატელეფონო საუბრების მხოლოდ ნაწილი იქნა გამოყენებული საქმეში, მაშინ როცა გამოძიებას აღნიშნული საუბრების სრული ვერსია ჰქონდა ამოღებული.
ევროპული სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია, ასევე, იმ ფაქტით, რომ ეროვნულმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სასამართლო განხილვის დროს ლ. ბუხაიძის მიერ მიცემულ ცალსახა ჩვენებას, რომ მეოთხე პირი, ვინც მისი და სანდრო გირგვლიანის ცემაში მონაწილეობდა იყო ო. მელნიკოვი. აღნიშნული სერიოზული ბრალდება სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირდაპირი მსხვერპლის ჩვენება. ევროპული სასამართლოს აზრით, ო. მელნიკოვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომელიც ინციდენტის ღამეს კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში იყო, ფაქტობრივად, დაადასტურებდა დაზარალებული მხარის ბრალდებებს, რომ არსებობდა თანამონაწილეობა დამნაშავეებსა და კაფეში
მყოფ პირებს შორის.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც დამნაშავეებსა და კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში მყოფი პირების კავშირზე მიუთითებდა, თუმცა, გამოძიებამ, ისევე, როგორც სასამართლომ, ამ დეტალების გამოკვლევა არ ისურვა.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიდა სასამართლოების მიერ დამნაშავეებისათვის შეფარდებული და შემდგომში მათ მიერ რეალურად მოხდილი სასჯელი - პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების გამო - არ იყო ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური. სასამართლოს აზრით, მსგავსი არაგონივრული ტოლერანტობა დამნაშავედ ცნობილი ოთხი სახელმწიფო მოხელის მიმართ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის გამოსწორების საშუალებას არ იძლევა.
ევროპის სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის 38-ე მუხლი ევროპის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის არასათანადო თანამშრომლოების გამო. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მიერ მოთხოვილი ვიდეო მასალები, ჩაწერილი 23 CD დისკზე, 2008 წლის 22 დეკემბრის ნაცვლად გადაუგზავნა ერთი წლის დაგვიანებით, ანუ მხოლოდ 2009 წლის 15 დეკემბერს, ისიც, მხოლოდ სასამართლოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად. სასამართლომ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მაინც არასრული სახით წარუდგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავდა მოვლენებს თბილისი-კოჯორის გზაზე ღამის 2-დან 3 საათმდე. 1 საათიანი ჩანაწერის ნაცვლად საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 68 წამიანი ვიდეო ჩანაწერი წარუდგინა.
ევროპული კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად, ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობას განმცხადებლებისათვის სამართლიანი ანაზღაურების სახით 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. (http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=892%3A----q----q-----&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka)
აუცილებელია,
ყურადღება გავამახვილოთ ისეთ პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა აბორტი. გავრცელებული
აზრით, აბორტი არის ერთგვარი მკვლელობა. იგი ისჯება კანონით, რადგან ნაყოფი ცოცხალ
არსებად ითვლება და მისი მოშორება მკვლელობის ტოლფასია.
მიუხედავად
იმისა, რომ ზოგადი წესით აბორტი აკრძალულია, კანონმდებლობა განიხილავს
შემთხვევებს, როცა ეს „მკვლელობა“ არის დასაშვები. კერძოდ, როცა საქმე ეხება
ნაყოფის სრულყოფილებას (ნაყოფი, რომელიც დეფექტიანია, შეიძლება მოშორებულ იქნეს
მშობლის სურვილით) ან თუ საქმე გვაქვს ორსულის ჯანმრთელობის გაუარესებასთან.
მსოფლიო
საზოგადოება დღემდე აღშფოთებულია მეორე მსოფლიო ომის შედეგებით. კერძოდ, ფაშისტური
გერმანიის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებით. თუმცა, საკვირველია,
იგივე მსოფლიო საზოგადოება რატომ ხუჭავს თვალს უდანაშაულო და უმწეო ბავშვების
მკვლელობაზე, რომელთა რაოდენობამ უკვე შემაშფოთებელ რიცხვს მიაღწია. (http://www.cu.edu.ge/)
საერთაშორისო
სამართლის რიგი ნორმები და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამოქალაქო
კანონმდებლობა აღიარებს, რომ ყოველ ფიზიკურ პირს ჩასახვის მომენტიდან წარმოეშობა
მემკვიდრედ ყოფნის უფლება.
ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა, უნდა აღიაროს თუ არა მსოფლიო
საზოგადოებამ აბორტი სისხლის სამართლებრივ ქმედებად. მაგრამ, რადგანაც იგი
მიმართულია სიცოცხლის ხელყოფისაკენ, განხილვას აღარ უნდა საჭიროებდეს მისი, როგორც
სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტის
სტატუსი.
აბორტი არის
ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კანონით
გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ელემენტს.
დანაშაულის ობიექტს, ობიექტურ მხარეს, სუბიექტურ მხარეს და ხშირ შემთხვევაში
გამოირჩევა სუბიექტთა სიმრავლითაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯგუფურ დანაშაულთან
გვაქვს საქმე.
„ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
„ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული სამედიცინო
დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ“, თუმცა საჭიროა ნაყოფის მდგომარეობა
სათანადო პირობებს აკმაკოფილებდეს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში აბორტი
აღიარებულ იქნება დანაშაულად სსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად. (laws.codexserver.com/163.DOC)
საინტერესოა,
დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რომელიც სიცოცხლის უფლებაზე
ნებაყოფლობით უარს გულისხმობს. რამდენად სამართლიანია ადამიანის მოკვდინება ამ
შემთხვევაში და შეიძლება თუ არა დავაკმაყოფილოთ სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფის
მოთხოვნა, როცა ის იტანჯება თავისი მდგომარეობით და ურჩევნია სიცოცხლის დღეები
მოისწრაფოს, ოღონდ კი გათავისუფლდეს აუტანელი ტკივილისაგან. აღსანიშნავია, რომ არ
შეიძლება ევთანაზიის გამოყენება, თუ პაციენტი არ იტანჯება.
ევთანაზიაზე
საუბრისას წარმოიშვება კონფლიქტი, რომლის ერთ მხარეს პიროვნების თავისუფლება და
პირადი ცხოვრების განკარგვის უფლებაა, ხოლო მეორე მხარეს სიცოცხლის უფლება.
სწორედ სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში ამჟამად ერთ-ერთ მთავარ სადისკუსიო საგნად რჩება ევთანაზიის საკითხი თავისი იურიდიული, პოლიტიკური, სამედიცინო, ეთიკური და რელიგიური ასპექტებით. ,,ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან დატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით ,,მშვიდ, ბედნიერ და
უმტკივნეულო სიკვდილს’’ ნიშნავს“. (საყვარელიძე, 1999, გვ.128)
მსოფლიოში
ევთანაზიასთან მიმართებით სამი სისტემა არსებობს: პირველი
მათგანი მოქმედებს ქვეყნებში, სადაც ამგვარ
ქმედებას მკვლელობად მიიჩნევენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი); მეორე ჯგუფი
ევთანაზიისთვის მხოლოდ მსუბუქ სასჯელს აწესებს (გერმანია, ავსტრია); მესამე ჯგუფის
ქვეყნებში მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია,
სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები). ჰოლანდია
პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც დააკანონა ევთანაზია 70-ანი წლების
დასაწყისში.
სახელმწიფოები,
რომლებიც უშვებენ აქტიურ ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან და არღვევენ კონვენციის მე-2
მუხლს. მაგრამ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააფიქსირა,
რომ აქტიური ევთანაზიის ლეგალიზების საკითხი განეკუთვნება წევრ სახელმწიფოთა
დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამით სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, რათა თავიდან
აეცილებინა დაპირისპირება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრინციპებს
შორის.
რაც შეეხება
ევთანაზიის საკითხს ქართულ კანონმდებლობაში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის“ 151-ე მუხლში მითითებულია, რომ სამედიცინო პერსონალს და
ნებისმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობის
მიღება, თუმცა „პაციენტის უფლების შესახებ კანონი“ უშვებს პასიური ევთანაზიის
გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველო
იღებს ვალდებულებას, არ დაუშვას წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და
ღირსების შემლახავი მოპყრობა. მაგრამ, როცა სახელმწიფო მომაკვდავ პაციენტს უარს
ებნება აქტიურ ევთანაზიაზე, რაც ამ უკანასკნელის ერთადერთი ხსნაა ფიზიკური და
სულიერი ტანჯვისაგან და საშინელი და დამამცირებელი ტკივილებისგან სიკვდილამდე
პერიოდში, აშკარაა, რომ მომაკვდავი იძულებული ხდება აიტანოს „წამება“.
შეიძლება
ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მნიშვნელოვან
წინააღმდეგობას
ვაწყდებით, კერძოდ, დაპირისპირებას სიცოცხლის უფლებასა და წამების აკრძალვას
შორის. (http://www.ambioni.ge/vis-awyobs-evtanazia/)
ევთანაზია
მძიმე მისიაა მისი აღმასრულებლისთვის. ის ნებაყოფლობითი ჯალათია და ვერანაირად ვერ
იქნება ნებისმიერ ბოროტმოქმედზე უკეთესი. თუ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც
შეგიძლია მოსპო, ეს ან მძიმე ფსიქიკურ ტრამვას გამოიწვევს შენში, ან უკვე რეალურად
ერთ-ერთი „არანორმალური“ ხდები და ასეთივე „წარმატებით“ შეძლებ სხვაც გამოასალმო
სიცოცხლეს. როცა ადამიანი სხვაზე ძალადობს, ამით არამარტო სხვის სიცოცხლეს
ხელყოფს, არამედ საკუთარ ფსიქიკასაც არყევს. შეუძლებელია საღ გონებაზე მყოფმა
ადამიანმა სხვისი სიცოცხლე შეიწიროს. ეს მხოლოდ აფექტის დროს შეიძლება
მოხდეს. თუმცა ყურადსაღებია ისეთი
შემთხვევებიც, როცა ადამიანის სიცოცხლეს სიცოცხლე აღარ ჰქვია.
მსოფლიო
ისტორიაში უხვად მოიძებნება დადასტურება, თუ როგორ ნადგურდებოდა მთლიანად ერები ან
მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით,
მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას მათი კანის ფერი, წარმომავლობა, რელიგიური თუ
პოლიტიკური მრწამსი არ მოსწონდა და აღიზიანებდა.
საკუთარ
არაადამიანურ სურვილთა და უგვანო ზრახვათა აღსრულების მიზნით ერთნი მეორეებს
ართმევდნენ ამქვეყნად ყველაზე სანუკვარს, სიცოცხლის უფლებას ან უქმნიდნენ
არსებობასთან შეუთავსებელ პირობებს.
კაცობრიობის
ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს
დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და
თავდასხმებისთვის, დაპყრობებისთვის, შიდა ეთნიკური და რელიგიური
დაპირისპირებებისთვის.
ამ
თვალსაზრისით, გვერდს ვერ ავუვლით თურქეთის მიერ სომეხი ადამიანების მასშტაბურ
განადგურებას, როცა მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხოცავდნენ.
სომეხი
მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა თურქეთის
მმართველების ბრძანებით სომეხი ინტელიგენციის ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი კი
დახოცეს. განადგურდა 1,5 მილიონზე მეტი სომეხი, ნაწილი გაიქცა ან გადასახლებულ
იქნა თურქების მიერ მესოპოტამიაში, ლიბიასა და სირიაში.
მაგრამ
ყველაზე დიდ დანაშაულ კაცობრიობის წინაშე გერმანელთა ნაცისტური რეჟიმის მიერ
ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობათა მასიური ხოცვა-ჟლეტა
ითვლება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომელიც ჰოლოკოსტის სახელითაა ცნობილი.
სწორედ
ამგვარი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის დაცვის
მიზნით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 8 დეკემბერს მიიღო კონვენცია
გენოციდის წინააღმდეგ, რომელიც გენოციდს განსაზღვრავს, როგორც „მოქმედებას, რომლის
მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან
რელიგიური ჯგუფი“, აცხადებს მას საერთაშორისო-სამართლებრივ დანაშაულად და
ითვალისწინებს დამნაშავეთა დასჯას. (ალექსიძე,
2010, გვ. 246)
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მრავალ
ხელშეკრულებას და კონვენციას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სახელმწიფოთა
სხვადასხვაგვარი გაერთიანებები, მაინც საკმაოდ ხშირია, ამ ხელშეკრულებებით თუ
დადგენილებებით გათვალისწინებული დებულებების დარღვევის ფაქტები, როგორც ცალკეული
ადამიანების, ისე სახელმწიფოთა მხრიდან. და არც ის სახელმწიფოები ერიდებიან ამგვარი
შეთანხმებების დარღვევას, რომლებიც თავად არიან ამ შეთანხმებათა უშუალო
მონაწილეები.
უამრავი ადამიანი იქნა მოკლული მხოლოდ
იმის გამო, რომ მათ ამოძრავებდათ თავისუფლების მგზნებარე სურვილი და უნდოდათ, თავისი
ბედის და მომავლის ბატონ-პატრონნი და წარმმართველნი თავად ყოფილიყვნენ.
საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის
იმპერიალისტური ზრახვები, რომელთა მძიმე გავლენა არაერთხელ იწვნიეს კავკასიის
ხალხებმა.
ამგვარი
ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის მაგალითად რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ჩერქეზი
ხალხის გენოციდი გამოგვადგება. მათს ტერიტორიებზე კაზაკების და რუსების ჩასახლების
მიზნით განადგურდა და გადასახლებულ იქნა ჩერქეზული მოსახლეობის 90%.
იმავე
სცენარით წარიმართა ჩეჩენთა ეთნიკური წმენდა, რომელიც ჯერ კიდევ 1944 წლიდან იღებს
სათავეს. სტალინის ბრძანებით, უამრავი ჩეჩენი გაასახლეს მშობლიური ქვეყნიდან და
ათასობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა
ჩეჩენ ხალხს არასდროს დაუკარგავს სურვილი, დაპირისპირებოდა დამპყრობელთა
ძალადობრივ
პოლიტიკას.
1994 წლის ბოლოს რუსეთის
პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით რუსეთის ფედერალური ჯარები ჩეჩნეთის საზღვრებში
შეიჭრნენ. ასე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. რუსეთი
ჩეჩნებთან ომში, ცალკეული წარმატებების მიუხედავად, დამარცხდა და იძულებული გახდა ხასავიურტში
მეამბოხე ჩეჩნებთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, იჩქერიას
დამოუკიდებლობას აძლევდა.
1999 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინი რუსეთის
ფედერაციის პრემიერ-მინისტრი და, ფაქტობრივად, ბორის ელცინის მემკვიდრე გახდა. მისი
ინიციატივით, რუსეთმა ჩეჩნეთში მეორე ომი წამოიწყო, რომელსაც ოფიციალურად „კონტრტერორისტული
ოპერაცია“ ეწოდა. ამ ომმა ათი ათასობით მშვიდობიანი ჩეჩენი შეიწირა. დამოუკიდებლობისთვის
მებრძოლთა ლიდერების უმეტესობა დაიღუპა და 2009 წელს საომარი მოქმედებები ფორმალურად
დასრულდა. სინმდვილეში ჩეჩნების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დღესაც გრძელდება.
რუსეთის მიერ წარმოებული ეს ომი ჩეჩნეთის
წინააღმდეგ, არა მარტო იმპერიალისტურ ზრახვებს მოიცავდა და ტერიტორიების ხელში ჩაგდების
სურვილით იყო გაჯერებული, ამავდროულად იგრძნობოდა ჩეჩენი ხალხის როგორც ერის, როგორც
ეთნოსის ზიზღი და სიძულვილი.
თუკი გავავლებთ პარალელებს ჩეჩენთა ამ
ორ გენოციდს შორის, დავინახავთ, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის განვითარებისა,
მიუხედავად ადამიანთა უფლებების დაცვისკენ მიმართული პაქტების სიმრავლისა და მიუხედავად
სახელმწიფოთა აქტიური ჩართულობისა ამ პროცესებში, მაინც ვერ ხერხდება ადამიანთა სიცოცხლის
და სხვა უფლებების დაცულობის სათანადოდ უზრუნველყოფა.
ეთნიკური
ნიშნით დევნა არც ქართველი ერისთვისაა უცხო, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა
რუსეთის ინტერესის საგანს. სწორედ მათი ჩარევით
ქართველები გამოდევნილ იქნენ მშობლიური აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიიდან.
რუსეთის პოლიტიკის შედეგი იყო 90-ან წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომი, რომელსაც
ათასობით ქართველი, აფხაზი და ოსი ემსხვერპლა. რუსეთმა მაშინ დაარღვია საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და იგივე გაიმეორა 2008 წლის აგვისტოშიც.
სიცოცხლის
უფლების სავარაუდო დარღვევებს, წამებისა და ასევე არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების,
საკუთრების უფლების, განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების სავარაუდო
დარღვევებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და
შემდგომი ოკუპაციის პერიოდში, ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ევროპულ
სასამართლოში შეტანილი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველოს მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა კონვენციის ფართომასშტაბიანი და სისტემატური დარღვევის მტკიცებულებები, უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ან მხარდაჭერით ან ჩადენილი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე.
სასამართლოს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ პირველად მიმართა 2008 წლის 11 აგვისტოს. ამის შემდეგ პერიოდულად ხდებოდა მიმდინარე დარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება. სრული განაცხადი თანდართული მასალების წარდგენილ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს. 2010 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ დამატებითი კომენტარები წარადგინა განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2008 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა კონვენციის სერიოზული დარღვევების რეალური და განგრძობადი საფრთხე და მიუთითა შუალედური ღონისძიებები სასამართლოს წესების, კერძოდ, 39-ე წესის შესაბამისად. მან მხარეებს მოუწოდა კონვენციით, უფრო კონკრეტულად მე-2 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. (http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=687)
ათობით და
ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება ტერორისტულ აქტებს, რომლებიც
რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებებითაა განპირობებული. ბოლო დროის ყველაზე
გახმაურებული და შემზარავი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული
საზოგადოება შეძრა 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ იორკის ცენტრში მოხდა, სადაც მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი
ააფეთქეს ისლამისტმა ტერორისტებმა და რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
შემაძრწუნებელ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ
ოსლოსა და კუნძულ ოტოიაზე, სადაც ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის მიერ
განხორციელებულ ტერაქტს 80-ზე მეტი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსგავსი შემთხვევები
ხშირია თანამედროვე მსოფლიოში და მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან
უკიდურესი აღშფოთებისა, ფაქტი ფაქტად რჩება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც
არანაირ ამკრძალავ ნორმას არ ემორჩილებიან, არად აგდებენ სხვათა სიცოცხლეს და
მოქმედებენ საკუთარი მრწამსისა და შეხედულებების შესაბამისად.
სიცოცხლის
უფლება უზენაესი და უმაღლესი უფლებაა ყველა სხვა უფლებას შორის, რომლითაც უფალი გვაჯილდოვებს
და არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ხელყოს იგი. ისეთი ქმედებები, როგორიცაა,
სიკვდილით დასჯა, აბორტი, ევთანაზია, გენოციდის შემთხვევები თუ ტერორისტული
აქტები, ერთი ადამიანის მიერ მეორის წინააღმდეგ მიმართული კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებია. თუმცა ხელაღებით არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ, მაგალითად,
ევთანაზიის ან აბორტის აქტები კანონით უნდა ისჯებოდეს. ყოველ ქმედებას მოეძებნება გამამართლებელი
საფუძველი და ჩვენი მოვალეობაც სწორედ ისაა, გავაცნობიეროთ მისი გამომწვევი
ფაქტორები და ერთი დანაშაულის აღმოფხვრის მცდელობისას ახალი დანაშაულის შემოქმედნი
არ გავხდეთ.
ადამიანი
ერთხელ იბადება, ერთხელ ეძლევა სიცოცხლეც და ბუნებრივია,
რომ უნდა იგი
თავისუფლად, საკუთარ სურვილთა და შეხედულებათა შესაბამისად წარმართოს.
მაგრამ
თავისუფლება რომ ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, ესეც საყოველთაოდაა ცნობილი. არც
ისაა უცხო და გასაკვირი მოხვეჭისა და შეძენის სურვილი რომ ოდითგან ამოძრავებს
ადამიანურ გონს, ზოგჯერ ბევრ უღირსსა და ადამიანისთვის დამამცირებელ საქციელსაც
რომ აკადრებინებს. სიმდიდრე, ფუფუნება და უზრუნველობა ამიძრავებს მის გონებას.
მაგრამ ყოველივე ბათილდება მაშინ, როცა გართმევენ არა ოქროს, არა ოფლითა და
ვაებით, თუნდაც არაკაცობით შეძენილს, თუმცა მზად ხარ, რომ ყველაფერი ეს დათმო,
არამედ ასე სანუკვარსა და საოცნებოს, სიცოცხლეს.
სწორედ მაშინ,
სულისა და ხორცის გასაყართან აცნობიერებ, რომ ამაო იყო განდიდებისკენ ლტოლვა, რომ სხვა არაფერი ყოფილა
საჭირო ამქვეყნად, გარდა სიცოცხლისა. სწორედ ის არის პირველი, სათავე და სხვა
ყველაფერი მისი მომდევნოა.
შეუძლებელია,
სამყარო ერთი ხელის მოსმით შეიცვალოს. ამას საუკუნეები სჭირდება. ისიც
შეუძლებელია, მორალის ქადაგებით ჩააგონო უზარმაზარი მსოფლიოს მოსახლეობას, რა არის
ცუდი და რა-კარგი, და რომ კაცთა კვლა უდიდესი ცოდვაა დედამიწაზე. მაგრამ, სადაც
ამის შეგნება დაიწყება, იქ სიცოცხლის ნებელობასაც დაედება სათავე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ალექსიძე ლევან, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი,
საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, თბილისი, 2010.
- საყვარელიძე ფრიდონ, ადამიანის
უფლებათა ლექსიკონი, დასი, თბილისი, 1999.
- http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/default_GE.asp
- http://www.mcla.gov.ge/?action=page&p_id=688&lang=geo
- http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=892%3A----q----q-----&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka
- http://www.cu.edu.ge/
- laws.codexserver.com/163.DOC
- http://www.ambioni.ge/vis-awyobs-evtanazia/
- http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=687
mariam didi madloba.: )) <3 damexmare.
ReplyDeleteძალიან მიხარია, თუ ჩემი ნაშრომით დახმარება გაგიწიე, ჩემო მარიტა :)
Deleteწარმატებებს გისურვებ <3